Wednesday, January 17, 2018

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


"გერმანულ ენაზე წერის უნარ–ჩვევის განვითარება  სწავლების საბაზო საფეხურის მე-7 კლასში"

თანამედროვე ეპოქაში, გლობალზაციის პირობებში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანული ენის შესწავლას,რადგან გერმანია უმაღლესი განათლების მისაღებად სტიპენდიებს დიდი რაოდენობით გასცემს. ახალგაზრდა უცხოელებისათვის საგანგებო სამუშაო ვიზები არსებობს, ხოლო გარკვეული პროფესიებისათვის სამუშაო უფლების მიღების განსაკუთრებული წესი მოქმედებს.                                              
მიზნად ისახავს გამოკვეთოს, გერმანულ ენაზე წერის უნარის განვითარება სწავლების საბაზო საფეხურზე, კერძოდ, მე-7 კლასის მოსწავლეებში,რომელთათვისაც გერმანული ენა მეორე უცხოენაა და მისი შესწავლა დაიწყეს მე-5 კლასიდან.
 ჩემი მიზანი იყო:
  • დამედგინა რა იყო კონკრეტულ სამიზნე ჯგუფში  მოსწავლეთა  წერის უნარის განვითარების პრობლემის  გამომწვევი მიზეზები,
  • ჩატარებული კვლევის შედეგებით სათანადო დასკვნის გამოტანა, 
  • ინტერვენციების დაგეგმვა, და 
  • მათი  სასწავლო პროცესში რეალიზება,
რათა უფრო ეფექტურად  შემძლებოდა წერის უნარის განვითარების ხელშეწყობა.

2 comments: